понедельник, 25 октября 2010 г.

ისტორია

ისტორია არის ხალხის, საზოგადოებისა და ცივილიზაციების მემკვიდრეობის შესწავლა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან "ιστορία" - ჰისტორია, ”ვინმეს გამოკითხვათა აღწერა, მოთხრობა”
იბერია, ივერია, იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც „აღმოსავლეთი იბერია“ ან „კავკასიის იბერია“ ამავე სახელწოდების იბერიის ნახევარკუნძულისგან განსასხვავებლად.ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობა და მნიშვნელობა ნათელი არ არის.

ტერმინი „იბერია“ გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური[1] ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს“ (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს).

ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი ბ (β-ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა ვ-ს (ქართულ ვინს)[2]. შედეგად გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მკვიდრდება ბიზანტიური ბერძნულის გავლენით — „ივერია“. გვიანდელი და შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი დროის ქართულ წყაროებსა და ლიტერატურაში „ივერია“ იხმარებოდა მთელი საქართველოს აღსანიშნავად, ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს უწოდებდნენ ზემო ივერიას, ხოლო დასავლეთ საქართველოს — ქვემო ივერიას.


Комментариев нет:

Отправить комментарий